მიხაილ ფედოროვი - უკრაინა ლაზერულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს ცდის

უკრაინამ ლაზერული საჰაერო თავდაცვის სისტემების ტესტირება დაიწყო. - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, აღნიშნული საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოცდის საწყისი შედეგები უკვე ხელმისაწვდომია. მისივე თქმით, ამჟამად მათ უკრაინელი სპეციალისტები სწავლობენ.

„უკვე ვტესტავთ ლაზერს და გვაქვს გარკვეული შედეგები. ჯერ ბევრს არ ვამხელთ, მაგრამ ეს მიმართულება აქტიურად ვითარდება“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, ცალკე პრიორიტეტია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენებით დაბალფასიანი ფრთოსანი რაკეტების შემუშავება. მიხაილ ფედოროვის ინფორმაციით, ასეთი ფრთოსანი რაკეტები შესაძლოა ერთ წელიწადში გამოჩნდეს.

„შეიძლება ეს ფუტურისტულ პროექტებად ჟღერდეს, მაგრამ ერთ წელიწადში სიახლე აღარ იქნება. ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ“, - აღნიშნა ფედოროვმა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ამჟამად უკრაინაში ათამდე კომპანია ცდის პროექტებს, რომლებიც მტრის დრონების მოსაგერიებლად იაფფასიან რაკეტებს ქმნიან. ასევე მიმდინარეობს მუშაობა ბალისტიკური რაკეტებისა და მართვადი ბომბების საწინააღმდეგო სისტემებზე.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში