GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 6 თვის სტატისტიკას აქვეყნებს - განცხადებების რაოდენობა 112%-ით არის გაზრდილი

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA) მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 6 თვის სტატისტიკას აქვეყნებს.

სტატისტიკის თანახმად, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 6 თვეში, GCCA-ში - 1276 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 4025 შეადგინა.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს განმარტებით, შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 112 %-ით არის გაზრდილი.

„საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 162 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 417 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 75 მოვაჭრეს - 198 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 202 281 ლარის ოდენობით. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 132 საქმეზე - 114 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 70 % ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 30 % ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი - 82 % თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 5 %, იმერეთი 4 %, ქვემო ქართლი 2 %, კახეთი 2 %, სამეგრელო ზემო-სვანეთი 1 % და სხვ.

მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 532 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 293, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 291, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 60, ხოლო სხვა დანარჩენზე - 100. სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 70 %-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 11 %, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 3 %, ხოლო სხვა სახის საქმიანობები 16 %“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით