რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - რუსეთი მხარეებს მოუწოდებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებს და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება შეიმუშაონ

რუსეთი მხარეებს მოუწოდებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებს და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება შეიმუშაონ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„30 ივნისს - 1-ელ ივლისს ჟენევაში გაიმართა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების (GID) 67-ე რაუნდი. მასში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის რესპუბლიკის, საქართველოს, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, გაერო-ს, ეუთო-სა და ევროკავშირის თანათავმჯდომარეობით. რუსული მხარე მოწოდებით გამოვიდა, დისკუსიების არსებული მანდატის შესაბამისად, რომ მიღებულ იქნას პრაქტიკული ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მტკიცე უსაფრთხოებას. საუბარია საქართველოსა და ორ სუვერენულ რესპუბლიკას შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების შემუშავების შესახებ. შეთანხმების მიღწევა მთელ რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში საუბარია საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობის შესახებაც.

„რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიერ შეთავაზებული ნაბიჯების აქტუალობა იზრდება ნატო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაფართოების ფონზე, მათ შორის, ამ აგრესიული ალიანსის მიერ სამხრეთ კავკასიის ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნების ჩატარებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, „თბილისის მხრიდან ჰუმანიტარული დღის წესრიგის გარკვეულ საკითხებზე სპეკულაციების გაგრძელება მიუღებელია“.

„მორიგი რაუნდის წინა დღეს, კიდევ ერთხელ იქნა მიღებული უკიდურესად პოლიტიზირებული გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ, რომელსაც საქართველო ყოველწლიურად წარადგენს. ეს არსებული შეთანხმებების დარღვევით მოხდა, რომელთა თანახმად ამ საკითხის განხილვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში უნდა მოხდეს და არა იმ პლატფორმებზე, სადაც სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებს წვდომა არ აქვთ და ქართულ მხარესთან დებატებში თავიანთი ინტერესების დაცვის შესაძლებლობა არ აქვთ“, - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით