საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

დღეიდან, თიბისის მობაილბანკში „საგანძურის მარათონი“ დაიწყო, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ფინანსური ყოველდღიურობა თამაშად აქციონ, მონეტები დააგროვონ, საკუთარ გუნდს დაეხმარონ და სოლიდური საპრიზო ფონდისთვის იბრძოლონ.

„საგანძურის მარათონის“ დასაწყისში, მომხმარებელი გაივლის გამანაწილებელ ქვიზს, რომლის მიხედვითაც სპეციალური ჯადოსნური ბუ მის ფინანსურ ჩვევებს გამოავლენს და ოთხი საგვარეულოდან ერთ-ერთში გაანაწილებს: ბარათიშვილი, ანაბარიძე, ხარჯიანი და დოვლათია.

მარათონის მთავარი ძალა გუნდურობაა - მონაწილეების მიერ დაგროვილი მონეტები გავლენას ახდენს როგორც პირად შედეგებზე, ისე საკუთარი საგვარეულოს წარმატებაზე. საბოლოოდ, ფინალში მხოლოდ გამარჯვებული საგვარეულო გადავა და მისი წევრები გააგრძელებენ ბრძოლას 50 000 ლარისთვის.

მონეტების დაგროვება მონაწილეებს სხვადასხვა მისიის შესრულებით შეეძლებათ. ყოველდღიური და ყოველკვირეული მისიები მოიცავს მარტივ ფინანსურ აქტივობებს მობაილბანკში - მაგალითად, თანხის გადარიცხვას, ელ ფოსტის ვერიფიკაციას და სხვა ყოველდღიურ მოქმედებებს. მარათონის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, მეგობრების მოწვევით დამატებითი მონეტები გამოიმუშაონ. გარდა ამისა, ყოველდღიურად მომხმარებლებს მინი-თამაში გაეხსნებათ, სადაც მონეტების დაგროვება იქნება შესაძლებელი.

„საგანძურის მარათონში“ გამარჯვებულები გამოვლინდებიან ყოველდღიურად, ყოველკვირეულად და ყოველთვიურად და შესაბამისად, დაჯილდოვდებიან 100, 2000 ან 10 000 ლარით. თითოეულ საგვარეულოს ეყოლება ერთი ლიდერი გამარჯვებული; შესაბამისად, დღის, კვირისა და თვის პრიზებს ოთხი მონაწილე მიიღებს.

მარათონის დასრულების შემდეგ, ფინალში გადასული საგვარეულოს წევრებისთვის სპეციალური 24-საათიანი სპრინტ მარათონი გაიმართება. დასკვნით ეტაპზე, დამატებითი ინფორმაცია ფინალის მოახლოებასთან ერთად გახდება ცნობილი.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია, რომ ციფრული გამოცდილება მხოლოდ მარტივი და სწრაფი კი არა, სასიამოვნო და საინტერესო პროცესიც იყოს. სწორედ ამიტომ, „საგანძურის მარათონით“ მობაილბანკში ახალი თავგადასავალი იწყება - თამაში, რომელიც დაგეხმარება აღმოაჩინო ახალი შესაძლებლობები, გაიმარტივო ყოველდღიური ფინანსური ცხოვრება და მოიპოვო შანსი ფულადი პრიზების მოსაგებად.

გახადე ზაფხული უფრო საინტერესო - განაახლე თიბისის მობაილბანკი და შეუერთდი „საგანძურის მარათონს“.

(R)

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით