გრიგოლ გეგელია - იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს - ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა, - ამის შესახებ პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

გეგელიას თქმით, „რეჟიმი ფაფხურობს და აშშ-თან დალაგებას ცდილობს, მაგრამ მეორე ხელით ყველა იმ უბედურებას სჩადის, რასაც ნორმალური ხელისუფლება არ უნდა ჩადიოდეს“.

„ეს არის პოლიტიკური შიზოფრენიის, არათანმიმდევრულობის და ძალიან დიდი გაურკვევლობის გამოხატულება, რაც თხემით ტერფამდე ავტოკრატიულ, პრორუსულ რეჟიმს ახასიათებს“, - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია