კაია კალასი - მხოლოდ დაგმობა კიევზე თავდასხმებს ვერ შეაჩერებს - რაც უფრო მეტად ესხმის თავს მოსკოვი მშვიდობიან მოსახლეობას, მით უფრო მეტი სანქცია უნდა დაწესდეს

მხოლოდ დაგმობა კიევზე თავდასხმებს ვერ შეაჩერებს, - ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას.

კაია კალასის განცხადებით, კიევზე თავდასხმების დასრულება მხოლოდ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერას და რუსეთზე ზეწოლას შეუძლია.

„მიმდინარე კვირაში, ევროკავშირმა 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ფარგლებში კიევის თავდაცვის გაძლიერებისთვის 6 მილიარდის გამოყოფა დაიწყო. დღეს, მე წინადადებას წარვადგენ, რომ დარტყმების საპასუხოდ სანქციები დაწესდეს იმ სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს“, - წერს კალასი სოციალურ ქსელში.

კალასის თქმით, „რაც უფრო მეტად ესხმის თავს მოსკოვი მშვიდობიან მოსახლეობას, მით უფრო მეტი სანქცია უნდა დაწესდეს“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია