პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი, ბრალდებულები სამშენებლო კომპანიის რეკლამირებას ეწეოდნენ, დაზარალებულებთან ფიქციურ ნარდობის ხელშეკრულებებს აფორმებდნენ და თანხების წინასწარ გადახდას სთხოვდნენ. უწყების ცნობით, ჯამში ისინი დაზარალებულების კუთვნილ 428 250 აშშ დოლარს, 10 100 ლარსა და 400 000 სომხურ დრამს უკანონოდ დაეუფლნენ.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული საზღვარგარეთიდან, სოციალური ქსელების მეშვეობით, სამშენებლო კომპანიის რეკლამირებას და პოტენციური მომხმარებლების მოზიდვას ახორციელებდა. დაინტერესებულ პირებს დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ამისამართებდა, რომლებიც კომპანიების სახელით დაზარალებულებთან ფიქციურ ნარდობის ხელშეკრულებებს აფორმებდნენ. შემდგომში კი სამშენებლო მოედანზე მოჩვენებით სამუშაოებს ხელმძღვანელობდნენ, ფორმალურად უწევდნენ ორგანიზებას, აკონტროლებდნენ მშენებლობის პროცესს, რითაც დაზარალებულებში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულების ილუზიას ქმნიდნენ.

ასევე, ბრალდებულები სამშენებლო მასალების მოსალოდნელი გაძვირებისა და სამუშაოების დაჩქარებით შესრულების საბაბით დაზარალებულებს თანხის წინასწარ გადახდას სთხოვდნენ.

აღნიშნული დანაშაულებრივი გზით ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ დაზარალებულების კუთვნილ 428 250 აშშ დოლარს, 10 100 ლარს და 400 000 სომხურ დრამს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულებრივი საქმიანობის შესანიღბად ჯგუფის წევრები საქართველოში დაფუძნებულ რამდენიმე კომპანიას და მათთან დაკავშირებულ სამსახურებრივ მდგომარეობას იყენებდნენ.

სამართალდამცველებმა ერთი ბრალდებული სხვა თაღლითობის ფაქტზე 2026 წლის 17 ივნისს დააკავეს და იგი მოსამართლის განჩინების საფუძველზე პატიმრობაში იმყოფება. მეორე ბრალდებული 30 ივნისს დააკავეს, ხოლო მესამეს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით