ურსულა ფონ დერ ლაიენი - 7 ივნისს სომეხმა ხალხმა ნათლად გამოხატა თავისი არჩევანი, ახლა ეს მისწრაფებები რეალურ შედეგებად უნდა ვაქციოთ - სომხეთი დემოკრატიის, რეფორმების და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის გზაზე წინსვლას აგრძელებს

არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა სომხეთის დემოკრატიის სიმტკიცე, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერევანში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სომხეთი დემოკრატიის, რეფორმების, მშვიდობისა და ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის გზაზე წინსვლას აგრძელებს. 7 ივნისს სომეხმა ხალხმა ნათლად გამოხატა თავისი არჩევანი და აირჩია დემოკრატია, კანონის უზენაესობა, რეფორმები და მშვიდობა, ასევე, უპირატესობა მიანიჭა ევროკავშირთან ღია და ინკლუზიურ პარტნიორობას. ახლა ეს მისწრაფებები რეალურ შედეგებად უნდა ვაქციოთ“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ასევე, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, სომხეთმა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის მიღწევის პროცესში პროგრესს მიაღწია.

„სომხეთი ერთადერთი პარტნიორია, რომელიც ამჟამად აქტიურ დიალოგს აწარმოებს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ. ეს ჩვენი პარტნიორობის დონეს აჩვენებს. ვიცით, რომ ამ პროცესის ერთგულები ხართ და შთამბეჭდავია პროგრესის ხილვა. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს სომხეთისთვის“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, სომხეთი რუსეთის მხრიდან ეკონომიკურ ზეწოლას განიცდის.

„შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გქონდეთ. მალე სომხეთი ვაჭრობის დივერსიფიკაციისთვის 18 მილიონ ევროს მიიღებს. ასევე, ჩვენ ავტონომიური სავაჭრო ზომების შესახებ წინადადებას წარვადგენთ. ეს ევროკავშირში სომხეთიდან ექსპორტის 80%-ს ლიბერალიზაციას მოიცავს. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან ევროკავშირთან სომხეთის ვაჭრობის 80% ტარიფებისგან თავისუფალი იქნება. აღნიშნული ზომების შედეგად სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის 99%-ისთვის ევროპის კარი გაიღება“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით