უკრაინული მედია - უკრაინამ ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა

უკრაინამ ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ღამით დარტყმა ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ქსტოვოში მდებარე „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა.

დარტყმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ქარხანა ბენზინს, დიზელს, საავიაციო საწვავს და საპოხ მასალას აწარმოებს, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები მოიხმარს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია