ირაკლი კუპრაძე - დღეს ათასობით ახალგაზრდისთვის სრულიად ახალი, დიდი და საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება - თითოეულ აბიტურიენტს ვუსურვებ წარმატებას

დღეს ათასობით ახალგაზრდისთვის სრულიად ახალი, დიდი და საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით წერს.

კუპრაძე აბიტურიენტებს წარმატებასა და საკუთარი ძალების მაქსიმალურად გამოვლენას უსურვებს.

„ეროვნული გამოცდები მხოლოდ ტესტის ჩაბარება არ არის, ეს არის ნაბიჯი იმ დიდი მიზნებისკენ, რომლებმაც ჩვენი ხვალინდელი დღე უნდა განსაზღვროს.

თითოეულ აბიტურიენტს ვუსურვებ წარმატებას და, რაც მთავარია, დღევანდელ დღეს - მობილიზებას, სიმშვიდეს და საკუთარი ძალების მაქსიმალურ გამოვლენას.

ყველაზე მეტად კი გისურვებთ, რომ აქ, საქართველოში მიღებული განათლება საკუთარ ქვეყანას მოახმაროთ. იცხოვროთ ისეთ საქართველოში, სადაც არავის მოუწევს სხვაგან წასვლა, სადაც შეძლებთ თქვენი ნიჭის, ენერგიისა და ცოდნის სრულად რეალიზებას.

მჯერა, რომ თქვენი წარმატებით აუცილებლად ავაშენებთ და ვიცხოვრებთ ძლიერ, ერთიან და ევროპულ საქართველოში“, - წერს კუპრაძე სოციალურ ქსელში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით