დავით მათიკაშვილი - ხელგამოწვდილი და მათხოვრად ქცეული „ნაციონალური მოძრაობა“ - ეს ის ბედიღბალია, რომელიც საკუთარი დესტრუქციით გამოიწვია ამ აგენტურის ჯგუფმა - იმედია, საკონსტიტუციო სასამართლო მას პოლიტიკური ველიდან გააქრობს

ხელგამოწვდილი და მათხოვრად ქცეული „ნაციონალური მოძრაობა“ - ეს ის ბედიღბალია, რომელიც საკუთარი დესტრუქციითა და ანტიეროვნული, სამშობლოსადმი მტრულად განწყობილი ქმედებებით გამოიწვია ამ აგენტურის ჯგუფმა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, „აგენტურას არანაირი ადგილი არ აქვს და არ ესაქმება ქვეყნის მართვაში“.

რაც შეეხება ალიანსს, მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს „კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მეორე დანაყოფია, რომელიც დაკომპლექტებულია ისევ გაცვეთილი პოლიტიკური სახეებით.”

„ხელგამოწვდილი და მათხოვრად ქცეული „ნაციონალური მოძრაობა“ - ეს ის ბედიღბალია, რომელიც საკუთარი დესტრუქციითა და ანტიეროვნული, სამშობლოსადმი მტრულად განწყობილი ქმედებებით გამოიწვია ამ აგენტურის ჯგუფმა. ჩვეულებრივი აგენტურული ოპოზიციაა, ერთმანეთში ვერ ლაგდებიან. წარმოგიდგენიათ, რაიმე ფორმითა და მექანიზმით მათ ხელში ხელისუფლება რომ ჩავარდნილიყო, ამ ქვეყანას რა დღეში ჩააგდებდნენ? როგორ აქვთ ერთმანეთისადმი განწყობა, სად არის ის პარტიული ხაზი, რომელიც პარტიას ლაითმოტივად შეიძლება გასდევდეს? როგორ იცვლებიან ისედაც გაცვეთილი სახეები ბელადის ერთი გადაწყვეტილებით? - ამ ყველაფერს, საბოლოო ჯამში, საზოგადოება, რა თქმა უნდა, შეაფასებს, ისევე, როგორც აფასებდა დღემდე. აგენტურას არანაირი ადგილი არ აქვს და არ ესაქმება ქვეყნის მართვაში. მათთვის ის პოლიტიკური განაჩენი, რომელიც საზოგადოების მიერ არის გამოტანილი, არის უტყუარი და ჭეშმარიტი, და ეს ასეც გაგრძელდება.

დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. სასამართლოდან გამომდინარე სხვა გადაწყვეტილებაც იქნება. დიდი იმედი გვაქვს, რომ ის, როგორც პოლიტიკურ ერთეულს, ამ რადიკალურ აგენტურულ ოპოზიციას გააქრობს პოლიტიკური ველიდან.

რაც შეეხება ალიანსს, იქაც მსგავსი, ანალოგიური ვითარებაა - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მეორე დანაყოფია, ისევ გაცვეთილი პოლიტიკური სახეებით. ადამიანები, ვისთვისაც სამშობლო არაფერს წარმოადგენს, საკუთარ ამბიციებში იხრჩობიან და ამ დიდ ორომტრიალში, ჭაობში, ითრევენ ყველა იმ ადამიანს, ვინც რაიმე ფორმით არის ამ აგენტურულ ოპოზიციასთან დაკავშირებული პოლიტიკურად. საზოგადოების მიერ მათთვისაც უკვე გამოტანილია განაჩენი”, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით