გიტანას ნაუსედას განცხადებით, საპარლამენტო პარტიები ლიეტუვის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსების კონსტიტუციური აკრძალვის გაუქმების შესახებ შეთანხმდნენ

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ საპარლამენტო პარტიები მხარს უჭერენ კონსტიტუციიდან იმ დებულების ამოღებას, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებას კრძალავს.

„გეოპოლიტიკური სიტუაცია უარესდება. ჩვენი კონსტიტუცია მაშინ დაიწერა, როდესაც გეოპოლიტიკური ვითარება სრულიად სხვაგვარი იყო“, - აღნიშნა გიტანას ნაუსედამ.

ნაუსედას თქმით, უახლოეს მომავალში ქვეყანაში ბირთვული იარაღის განთავსება არ იგეგმება, თუმცა ქვეყანა შეზღუდული არ იქნება იმ შემთხვევაში, თუ მომავალში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარემოებები შეიცვლება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია