„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“ ფინანსთა სამინისტროს მიმართავს ინიციატივით, დღგ-ს 100 000-ლარიანი ზღვარი 300 000 ლარამდე გაიზარდოს

„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“ (თბა) ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით მიმართავს და დღგ-ის რეგისტრაციის 100 000-ლარიანი ზღვრის გაზრდას მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას „თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“ ავრცელებს.

ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ დღეს მცირე და საშუალო ბიზნესის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას დღგ-ს არსებული ზღვარი წარმოადგენს, რომელიც 2005 წლიდან მოყოლებული არ გადახედილა.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, „თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“ აქტიურად მუშაობს მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესების დასაცავად. დღეს ამ სექტორს არაერთი გამოწვევის ფონზე უწევს საქმიანობა, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია დღგ-ის რეგისტრაციის 100 000-ლარიანი ზღვარი, რომელიც 2005 წელს დაწესდა და დღევანდელ ეკონომიკურ რეალობასთან უკვე აშკარად შეუსაბამოა.

ინფლაცია, მსყიდველობითი უნარის ცვლილება, გაზრდილი საოპერაციო ხარჯები, ეს მხოლოდ ნაწილია იმ ფაქტორებისა, რომლებიც 2005 წლიდან დღემდე მნიშვნელოვნად შეიცვალა. შესაბამისად, დღგ-ის რეგისტრაციის 100 000-ლარიანი ზღვარი აღარ ასახავს არსებულ ეკონომიკურ რეალობას და მნიშვნელოვნად ზღუდავს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას“, - აცხადებენ თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციაში.

ასოციაციის განცხადებით, დაახლოებით 20 წლის განმავლობაში საქართველოში ფასების საერთო დონე 2.7-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე 2005 წელს იყო. ამასთან, დაახლოებით 3 -ჯერ გაიზარდა რეალური ეკონომიკაც. აქედან გამომდინარე კი, მნიშვნელოვანია, რომ დღგ-ს ზღვარი 100 000 ლარიდან 300 000 ლარამდე გაიზარდოს.

„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციაში მიგვაჩნია, რომ დღგ-ის რეგისტრაციის 100 000-ლარიანი ზღვრის 300 000 ლარამდე გაზრდა სრულად შეესაბამება დღევანდელ ეკონომიკურ რეალობას. აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს მცირე და საშუალო ბიზნესის საგადასახადო ტვირთს, წაახალისებს მათ ზრდასა და განვითარებას, გაზრდის ეკონომიკურ აქტივობას და საბოლოოდ დადებითად აისახება როგორც დასაქმებაზე, ისე ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ფინანსთა სამინისტროს, დაიწყოს აღნიშნული საკითხის განხილვა და მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც თანამედროვე ეკონომიკურ გარემოსა და ბიზნესის რეალურ საჭიროებებს იქნება მორგებული“, - ნათქვამია თბა-ს განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით