„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ - საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს

საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს, - ამის შესახებ განცხადებას „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) ავრცელებს.

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ შეშფოთებას გამოთქვამს „საქართველოში დამოუკიდებელი ტელემაუწყებლების წინააღმდეგ მზარდი მარეგულირებელი და სამართლებრივი ზეწოლის გამო, რაც პრესის თავისუფლებაზე მორიგ ესკალაციას წარმოადგენს“.

„მაშინ, როდესაც რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი „ქართული ოცნების“ მთავრობის მხრიდან მედიის წინააღმდეგ მტრული დამოკიდებულება იმატებს, დამოუკიდებლობას მოკლებული მარეგულირებელი ორგანოების გამოყენებით, IPI კვლავ მოუწოდებს სასწრაფო ზომები მიიღოს, რათა მედიის თავისუფლებისგან დარჩენილი ნაწილი დაიცვას", - ნათქვამია განცხადებაში.

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „შეწყვიტოს მაუწყებლებისთვის დისკრიმინაციული ან არაპროპორციული ჯარიმების დაკისრება და პატივი სცეს საჯარო დებატებსა და გამოხატვის თავისუფლებას“.

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) განცხადებაში აღნიშნავს, რომ 25 ივნისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „ტვ პირველი“ დააჯარიმა 2500 ლარით და მიზეზად დაასახელა „საინფორმაციო გამოშვებების დროს სარედაქციო სტანდარტებისა და სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევა“.

IPI წერს, რომ მანამდე მსგავსი ჯარიმა დაეკისრა ტელეკომპანია „ფორმულას“.

„ტელეკომპანიას ჯარიმა დაეკისრა ქართული ოცნების მთავრობის ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებისთვის, ასევე ტერმინის „სინდისის პატიმრების“ გამოყენებისთვის“, - წერს IPI.

ორგანიზაციის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილება გაფართოვდა, რაც კომისიას უფლებამოსილებას აძლევს დააწესოს ჯარიმები ან მაუწყებლის ლიცენზია გააუქმოს.

ასევე, IPI წერს, რომ 17 ივნისს საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლებრივი გამოძიება „ცრუ დასმენის“ ბრალდებით.

„გამოძიება კინორეჟისორისა და მმართველი პარტიის ცნობილი მხარდამჭერის საჩივრის საფუძველზე დაიწყო, რომელიც იანვარში „ფორმულას“ ეთერში გასულ რეპორტაჟს ეხება, რომელიც რეჟისორის მიერ სავარაუდო დანაშაულების ბრალდებებს შეიცავდა. „ფორმულას“ ადვოკატების ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოში დამოუკიდებელი მაუწყებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი გამოძიება დაიწყო. 26 ივნისს, პროკურატურამ მიმდინარე საქმის ფარგლებში ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი დაკითხა“, - აცხადებს „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით