ბერდია სიჭინავა - ე.წ. ჩორჩანას საქმე არის დიდი ჯაჭვის რგოლი, ფაქტობრივად, მტკიცებულებებს აძლევს ქართული მხარე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს, თითქოს საქართველოს კუთვნილ ტერიტორიაზე საპოლიციო საგუშაგოს აგება დანაშაულია

[ჩორჩანას საგუშაგოს საქმე] არის დიდი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი, როდესაც, ფაქტობრივად, საბაბს, მტკიცებულებებს აძლევს ქართული მხარე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს, თითქოს, საქართველოს კუთვნილ ტერიტორიაზე საპოლიციო საგუშაგოს აგება არის დანაშაული და ეს არის ვინმეს უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული კონკრეტული აქტი , - ამის შესახებ „გახარია საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა, სადაც ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე საქმის განხილვა არის დაგეგმილი.

როგორც სიჭინავამ აღნიშნა, ქართული პროკურატურა საქმეში საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს.

“გრძელდება ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით არსებითი განხილვა, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. შესაბამისად, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე წარმოადგეს მოწმეებს. არ ვიცით ვინ იქნებიან. სავარაუდოდ, შეიძლება იყვნენ ადგილობრივი მცხოვრებლები. ფაქტობრივად, ამ საქმეში საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს ქართული პროკურატურა, როდესაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ნარატივთა და მტკიცებულებებით ასამართლებენ შს ყოფილ მინისტრს, რომელსაც ედავებიან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე საპოლიციო საგუშაგოს აგებას. ხედავთ როგორი ანექსიური პროცესები მიდის ცხინვალის რეგიონში. ჩვენი ძირძველი ქართული მიწის ტერიტორიის ფაქტობრივი მითვისება მიდის რუსეთის ფედერაციის მხრიდან „ოცნების“ ხელისუფლების დანაშაულებრივი დუმილის ფონზე. გუშინ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი გაიმართა, მორიგი რაუნდი, სადაც ქართული მხარის კატეგორიული პოზიციის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ არ ვიცით. მათ შორის რა კატეგორიული განცხადებები თუ საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები დაიგეგმა თუ მოითხოვა ქართულმა მხარემ იმისთვის, რომ ანექსიური პროცესები ამ ქვეყანაში გაჩერდეს. ეს არის ერთი დიდი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი, როდესაც ფაქტობრივად საბაბს, მტკიცებულებებს აძლევს ქართული მხარე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს, რომ, თითქოს, საქართველოს კუთვნილ ტერიტორიაზე საპოლიციო საგუშაგოს აგება არის დანაშაული და ეს არის ვინმეს უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული კონკრეტული აქტი. ამისთვის აუცილებლად მოუწევს ყველას სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით