კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტთა მიერ დამზადებული ღვინოების პრეზენტაცია გაიმართა

ღვინის ეროვნულ სააგენტოში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტთა მიერ დამზადებული ღვინოების პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიება სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული მიკროვინიფიკაციის კურსის ფარგლებში მოეწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა პრაქტიკული კურსის ხელმძღვანელმა, ლაშა ბოდაველმა გახსნა. დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს: მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანმა ოლანი გოცირიძემ; უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა გიორგი ფარეშიშვილმა; საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელმა ირმა მდინარაძემ; ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ ვაჭარაძემ.

„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ღვინის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, მხარეებს შორის აქტიური პარტნიორობა გრძელდება. აღსანიშნავია, რომ სტუდენტების მიერ შექმნილი ღვინოები ღვინის ეროვნული სააგენტოს საცავში პერმანენტულად განთავსდება.

პრეზენტაციაზე აუდიტორიის წინაშე სტუდენტებისგან დაკომპლექტებული ცხრა ჯგუფი წარდგა, რომლებმაც საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს. პრაქტიკული კურსის ხელმძღვანელის, ლაშა ბოდაველის განცხადებით, ფაკულტეტის ბაზაზე დამზადებული სტუდენტური ღვინოების პრეზენტაცია-დეგუსტაცია ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად ჩატარდება.

ღონისძიებას, სტუდენტებთან ერთად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებასა და დარგის მომავალი სპეციალისტების პროფესიულ განვითარებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა