ბერდია სიჭინავა - გიორგი გახარია არასდროს მდგარა საქართველოს პარლამენტის წინ პერიმეტრზე - ერთი ბრალის დამატება არაფერს შეუცვლის, უბრალოდ, იმდენად ხელოვნური და შეთითხნილი იქნება, რომ არ მგონია, საქმის დამძიმებაში რაციონალი იდოს

[საპროტესტო აქციის დროს] გიორგი გახარია არასდროს მდგარა საქართველოს პარლამენტის წინ მიმდებარე პერიმეტრზე - ერთი ბრალის დამატება გიორგი გახარიას არაფერს შეუცვლის, უბრალოდ, ეს იმდენად ხელოვნური და შეთითხნილი იქნება მის მიმართ, რომ არ მგონია, გიორგი გახარიას ამ ბრალდებით საქმის დამძიმებაში რაციონალი იდოს, - ასე ეხმაურება ადვოკატი ბერდია სიჭინავა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდების მოწმემ პოლიციელმა დღეს, გიორგი გახარიას სახელი და გვარი ახსენა და „ისაუბრა მისი მოქმედებების შესახებაც“.

ადვოკატის შეფასებით, ცრუ ჩვენების მიცემა სისხლის სამართლის დანაშაულია, რაზეც ადამიანებს აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება.

„რა თქმა უნდა, ეს არის შეკვეთილი მართლმსაჯულება. არანაირი ძალადობისკენ მოწოდებები გიორგი გახარიას მხრიდან არასდროს განხორციელებულა, განსაკუთრებით საქართველოს პარლამენტისკენ, რაღაც შტურმის აღების მოწოდებისკენ. ყველა ასეთი ცრუ მოწმის ნებისმიერი ნათქვამი, ინფორმაცია, სიტყვა ყოველთვის იდგება კითხვის ნიშნის ქვეშ, იმიტომ, რომ ყველამ კარგად ვიცით, ქვეყანაში მართლმსაჯულება, ფაქტობრივად, არ არსებობს და დღეს არის პოლიტიკური დევნის ქეისები.

გემახსოვრებათ, [საპროტესტო აქციის დროს] გიორგი გახარია არასდროს მდგარა საქართველოს პარლამენტის წინ მიმდებარე პერიმეტრზე. ამ აქციების დროს, იცით, რა ტერიტორიაზეც იდგა ხოლმე ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ამიტომ რა თქმა უნდა, ღიმილის მომგვრელია ნებისმიერი პოლიციელის ეს განცხადება. ეს არის კრიმინალი, თუ ამ პოლიციელმა ასეთი ტიპის განცხადება გააკეთა. ცრუ ჩვენების მიცემა არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამ ადამიანებს აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება. დაუმატებენ თუ არა გიორგი გახარიას ბრალს, არ ვიცი, მას ისედაც ედავებიან განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს და ერთი ბრალის დამატება გიორგი გახარიას არაფერს შეუცვლის, უბრალოდ, ეს იმდენად ხელოვნური და შეთითხნილი იქნება გიორგი გახარიას მიმართ, რომ არ მგონია რაციონალი იდოს იმაში, რომ გიორგი გახარიას ამ ბრალდებით დაუმძიმონ საქმე“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლოში დღეს პროკურატურის ოთხი მოწმე დაიკითხა, ოთხივე მათგანი პოლიციელია. როგორც საქმის პროკურორმა, ანი ხუბეჯაშვილმა მედიასთან განაცხადა, მოწმეთა ინფორმაციით, პოლიტიკოსები, მათ შორის, გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია, ნიკა მელია უშუალოდ ჩართულები იყვნენ არა მხოლოდ მოწოდებებში, რომლებიც ძალადობრივი ქმედებებისკენ იყო მიმართული, არამედ მოქმედებებშიც, როგორიც იყო მცდელობა, გაერღვიათ პოლიციელთა კორდონი და შეეღწიათ პარლამენტის შენობაში. პროკურორის ინფორმაციით, მოწმემ ასევე ახსენა, რომ გიორგი გახარია იმყოფებოდა აქციაზე და ისაუბრა მისი მოქმედებების შესახებაც.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით