სასამართლოში დაიკითხა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც გრიგოლ ლილუაშვილთან პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, დღეს სასამართლოზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი დაიკითხა, რომელსაც გრიგოლ ლილუაშვილთან პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა.

პროკურორის თქმით, მოწმემ განაცხადა, რომ სუს-ს გარკვეულ ინფორმაციას კონკრეტულ ქოლცენტრთან დაკავშირებით, ზეპირსიტყვიერად გრიგოლ ლილუაშვილი აწვდიდა ხოლმე, ამის საფუძველზე ხდებოდა ფინანსთა სამინისტროს რეაგირება, თუმცა როდესაც ადგილზე შევიდოდა საგამოძიებო უწყება, შესაძლოა იქ საერთოდ არ ხვდებოდა არაფერი.

„ადამიანი, ვინც დღეს სასამართლოში დაიკითხა, არის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყების ყოფილი მაღალჩინოსანი, 2018-2025 წლებში იკავებდა შესაბამის პოზიციას. ვინაიდან, პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა ამ პიროვნებას გრიგოლ ლილუაშვილთან, მან მის ყოველდღიურობაზე საქმიანობის შესახებ სასამართლოს წინაშე ისაუბრა.

საწყისი ეტაპიდან ბრალდებული გრიგოლ ლილუაშვილი განმარტავდა, რომ სუს-ი ქოლცენტრებთან დაკავშირებით ინფორმირებული არ იყო, ეს საკითხი მის უწყებას საერთოდ არ ეხებოდა და ა.შ. მსგავს განმარტებებს აკეთებდა, რომ არც ოპერატიული და არც საგამოძიებო კუთხით, ეს მისი ქვემდებარე არ იყო, თუმცა დღეს ჩვენ დაკითხული მოწმისაგან მოვისმინეთ ის, რომ გარკვეულ ინფორმაციას იღებდა სუს-ი კონკრეტული ქოლცენტრთან დაკავშირებით, მათ შორის გრიგოლ ლილუაშვილისგან ზეპირსიტყვიერად მიუღია ინფორმაცია, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე შესაძლოა ყოფილიყო ქოლცენტრი და ამის საფუძველზე ხდებოდა ფინანსთა სამინისტროს რეაგირება. მოწმემ ისიც განმარტა, რომ მსგავსი მიღებული ინფორმაციის საფუძველზე როდესაც შევიდოდა, შესაძლოა ადგილზე საერთოდ არ დახვედროდა არაფერი, შესაძლოა დაკეტილი დახვედროდა ან შეინიშნებოდა, რომ იმ ტერიტორიაზე დიდი ხანი არავინ არ ყოფილიყო ნამყოფი. ხდებოდა გარკვეული ტექნიკის ამოღება, საიდანაც პრაქტიკულად არანაირი ინფორმაციის იდენტიფიცირება არ ხდებოდა. მსგავს მოცემულობებზე ისაუბრა მოწმემ.

მოწმემ ზოგადი მოცემულობა ასახა, რომ ინფორმაცია, რასაც იღებდა ხოლმე ქოლცენტრებთან დაკავშირებით და რაზეც მუშაობდა, პრაქტიკულად ვერცერთ შემთხვევაში ვერ იყო რეალიზებული, შედეგზე ვერცერთ შემთხვევაში ვერ გადიოდნენ.

რაც შეეხება იმას, ცრუ ინფორმაცია იყო თუ არა ეს, ამ ყველაფერს სხვა მტკიცებულებებთან ერთად კუმულაციურად, ბუნებრივია, მიეცემა შეფასება და ეს დასკვნითი სიტყვის ფორმატი იქნება“, - განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით