გიგი წერეთელი - საქართველოში პოლიტიზებულმა მართლმსაჯულებამ ბევრი პოლიტიკური ლიდერი ციხეში გამოკეტა - ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი კვლავ ევროკავშირის წევრობას უჭერს მხარს, ვიმედოვნებ, ჩემი ქვეყანა დაუბრუნდება ევროპულ გზას

ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი კვლავ ევროკავშირის წევრობას უჭერს მხარს. ეს ჩვენი ხალხის დემოკრატიული არჩევანია. ეს ჩვენი

ქვეყნის კონსტიტუციური არჩევანია. დარწმუნებული ვარ, რომ EPP-ი ( კვლავ დაუჭერს მხარს საქართველოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პოლიტიკურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გარდა ამისა, გიგი წერეთელი ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას შეეხო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას.

“პოლიტიზებულმა მართლმსაჯულებამ ბევრი პოლიტიკური ლიდერი ციხეში გამოკეტა. ზოგი ჯერ კიდევ ელოდება განმეორებით განაჩენს. ბოლო დღეებში ჩვენ განსაკუთრებული შეშფოთებულნი ვართ ჩემი კოლეგის და მეგობრის ელენე ხოშტარიას, ოთხი შვილის დედისა და დემოკრატიული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ის კვლავ რჩება ციხეში საარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო. მისთვის სათანადო სამედიცინო დახმარებაზე წვდომაც კი საბრძოლველი გახდა. ჩვენ გვესმის, რომ დემოკრატიული ცვლილებების პასუხისმგებლობა ქართველ ხალხს ეკუთვნის. საზოგადოებამ და ჩვენმა ხალხმა განსაკუთრებული სიმამაცე გამოავლინა. ორ წელზე მეტია, ათასობით მოქალაქე ყოველდღიურად, მშვიდობიანად აპროტესტებს და ითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.

ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი კვლავ ევროკავშირის წევრობას უჭერს მხარს. ეს ჩვენი ხალხის დემოკრატიული არჩევანია. ეს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური არჩევანია. დარწმუნებული ვარ, რომ EPP-ი კვლავ დაუჭერს მხარს საქართველოს. განაგრძობს იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომლებიც იცავენ დემოკრატიას, თავისუფლებას და კანონის უზენაესობას. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩემი ქვეყანა დაუბრუნდება ევროპულ გზას“, - განაცხადა წერეთელმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით