ადვოკატი - მოწმემ გრიგოლ ლილუაშვილთან გარკვეული სახის, მხოლოდ სამსახურებრივი ურთიერთობის შესახებ ისაუბრა, ისიც არამუდმივი ურთიერთობაა, მხოლოდ საჭიროებიდან და ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, ლანა ცერცვაძის განცხადებით, რეალობას არ შეესაბამება პროკურორის მიერ მოწმის ჩვენების ინტერპრეტაცია, რომლის მიხედვითაც თითქოს მოწმემ პროცესზე განაცხადა, რომ „პირადი კომუნიკაციის დროს, გრიგოლ ლილუაშვილი აწვდიდა ინფორმაციას კონკრეტულ ლოკაციაზე უკანონო ქოლცენტრის არსებობის შესახებ, სადაც შემდეგ მიდიოდა ფინანსური და იქ არაფერი ხვდებოდა“.

ადვოკატის განცხადებით, ქოლცენტრებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება გრიგოლ ლილუაშვილის მხრიდან არ ხდებოდა და მოწმემ უბრალოდ სუს-თან კოორდინაციიდან გამომდინარე ისაუბრა.

„ეს აბსოლუტურად სიცრუეა, ეს ინფორმაცია საერთოდ არ შეესაბამება რეალობას, არ ვიცი საიდან მოვიდა ეს ინტერპრეტირება. ცალსახად და ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი შინაარსის ინფორმაცია მოწმეს საერთოდ არ დაუფიქსირებია. ქოლცენტრებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება გრიგოლ ლილუაშვილის მხრიდან მოწმეს არ ჰქონია, მან უბრალოდ სუს-თან კოორდინაციიდან გამომდინარე ისაუბრა, რომ გარკვეული სახის ინფორმაციები ჰქონდა მიღებული, რომელი ინფორმაციების გადამოწმების შედეგად, რიგ შემთხვევაში მართლდებოდა, მაგრამ არ იყო ეს კომუნიკაცია უშუალოდ გრიგოლ ლილუაშვილთან“, - განაცხადა ლანა ცერცვაძემ.

ლანა ცერცვაძის თქმით, მოწმეს არ განუცხადებია, რომ რაიმე სახის დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებით, იქნება ეს ქოლცენტრი თუ სხვა, შემხებლობა ჰქონდა ბატონ გრიგოლ ლილუაშვილთან ან თუნდაც მისგან იღებდა რაიმე სახის უკანონო მითითებებსა თუ ინფორმაციებს.

„რეალურად ჩემი მოლოდინები გამართლდა იქიდან გამომდინარე, რომ წარმოდგენილმა მოწმემ ისაუბრა მხოლოდ და მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იყო ის წლების განმავლობაში დასაქმებული კონკრეტულ სამსახურში მაღალ პოზიციაზე და კანონის შესაბამისად ის მუშაობდა და ასრულდება მასზე ნაკისრ ვალდებულებას. მოწმემ გრიგოლ ლილუაშვილთან გარკვეული სახის, მხოლოდ სამსახურებრივი ურთიერთობის შესახებ ისაუბრა, ისიც არამუდმივი ურთიერთობა, მხოლოდ საჭიროებიდან და ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

მოწმეს არანაირი სახის შემხებლობის თაობაზე არ უცნობებია სასამართლოსთვის. არ უცნობებია, რომ რაიმე სახის დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებით, იქნება ეს ქოლცენტრი თუ სხვა, შემხებლობა ჰქონდა ბატონ გრიგოლ ლილუაშვილთან ან თუნდაც გრიგოლ ლილუაშვილისგან იღებდა რაიმე სახის უკანონო მითითებებს ან ინფორმაციებს“, - განაცხადა ლანა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში