მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის პრეზიდენტთან, შავკატ მირზიოევთან პირისპირ შეხვედრა გამართა და ოქროს საწმისის ორდენი გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, შავკატ მირზიოევთან პირისპირ შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტის გაფორმებას, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

საუბარი შეეხო ეკონომიკურ კავშირებს, შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებსა და საერთაშორისო ფორმატებში კოორდინაციის გაძლიერების საკითხებს. ამ კონტექსტში აღინიშნა შესაძლებლობები, რომლებსაც სტრატეგიული პარტნიორობა ქმნის როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის დაკავშირებადობის გაძლიერების თვალსაზრისით.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო უზბეკეთს განიხილავს, როგორც საიმედო პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს, რომელთანაც ურთიერთპატივისცემა, საერთო ინტერესები და თანამშრომლობის გაღრმავების მტკიცე ნება აერთიანებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე, მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, შავკატ მირზიოევს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის და საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ოქროს საწმისის ორდენი გადასცა, რომლითაც უცხოეთის ის მოქალაქეები ჯილდოვდებიან, რომლებსაც საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით