უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 40 პარტნიორ ქვეყანას Patriot-ის რაკეტების დაუყოვნებლივ გადაცემის თხოვნით წერილი გაუგზავნა

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 40 ქვეყანას გაუგზავნა წერილები უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების ამ თვეში გადაცემის თხოვნით ამის შესახებ განცხადებას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“უკრაინის თავდაცვის მინისტრმა უკვე გაუგზავნა წერილები თითქმის 40 პარტნიორ ქვეყანას უკვე ამ თვეში არსებული მარაგებიდან უკრაინისთვის Patriot რაკეტების დაუყოვნებლივ გადაცემის თხოვნით - სამომავლო მიწოდებების სანაცვლოდ, რომლებიც უკრაინისთვის კონტრაქტებითაა გათვალისწინებული. ასევე თხოვნით შენატანები გააკეთონ PURL და JUMPSTART მექანიზმებში. ეს Patriot-ებისთვის საჭირო რაკეტების მიწოდების ყველაზე სწრაფი და საიმედო საშუალებებია. კრიტიკულად მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების უკვე ნატოს სამიტამდე მიღება”, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის ანტიბალისტიკური რაკეტებით უზრუნველყოფისთვის აპრილში უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ პირველად გააფორმა რეკორდული კონტრაქტი Patriot-ებისთვის PAC-2 ასობით რაკეტაზე გერმანიის მხარდაჭერით. მათი მიწოდებები შემდეგი წლების განმავლობაში დაიწყება.

ასევე წელს უკრაინამ პირველად დაიწყო ევროპელი პარტნიორების მარაგებიდან რაკეტების მიღება.

“თუმცა ეს არასაკმარისია - უკრაინას უკიდურესად სჭირდება Patriot სისტემებისთვის დამატებითი რაკეტები. ისინი არის პარტნიორების მარაგებში. და სწორედ სწრაფ გადაწყვეტილებებზე, PURL მექანიზმის გაფართოებაზე და JUMPSTART-ით რაკეტების შესყიდვაზეა დამოკიდებული უკრაინული ცის დაცვა”, - ნათქვამია განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით