თინა ბოკუჩავა - მქონდა სინდისის ქენჯნა, რადგან ორი წლის წინ საზოგადოებას ვერ ვუთხარით რეალური მიზეზი, რის გამოც შეიცვალა პარტიის თავმჯდომარე - დასახელებული მიზეზი იყო ლევან ხაბეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ეს არ იყო რეალური

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ორი წლის წინ პარტიის თავმჯდომარის ცვლილების ოფიციალურად დასახელებული მიზეზი რეალობას არ შეესაბამებოდა და საზოგადოებას ამის გამო ბოდიში მოუხადა.

ბოკუჩავას, თქმით, ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლის რეალური მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ყოფილა.

მისი განმარტებით, ხაბეიშვილის ჩანაცვლება იმ პერიოდში მიმდინარე ოპოზიციური გაერთიანების მცდელობას უკავშირდებოდა.

„სხვათა შორის, მქონდა სინდისის ქენჯნა იმიტომ, რომ ორი წლის წინ, საზოგადოებას ვერ ვუთხარით რეალური მიზეზი, რის გამოც „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეიცვალა თავმჯდომარე. მე მომიწია, ჩამენაცვლებინა ლევან ხაბეიშვილი. საზოგადოებას ახსოვს დასახელებული მიზეზი, რომელიც გავაცანით. ამ პროცესში მეც მივიღე მონაწილეობა. ორი წლის თავზე ვთვლი, რომ ხალხთან ვიყო გულწრფელი. მაშინ დასახელებული მიზეზი იყო ჯანმრთელობის მდგომარეობა. გახსოვთ, ლევანი არამხოლოდ ცემს, არამედ აწამეს.

არავისთვის გასაკვირი არ იქნებოდა, მას დასჭირვებოდა კონკრეტული დრო რეაბილიტაციისთვის, მკურნალობისთვის, მაგრამ ეს არ იყო რეალური მიზეზი და მე ამაზე ორი წლის განმავლობაში არ ვსაუბრობდი. ახლა თავად პრეზიდენტმა სააკაშვილმა, მეტიც თავად ლევანმა ისაუბრეს საჯარო პოსტებში, რომლებიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გამოქვეყნდეს – რეალური მიზეზი უკავშირდებოდა იმას, რომ მაშინ ოპოზიციური გაერთიანების მცდელობა იყო და რიგი პოლიტიკური აქტორებისთვის, თითქოს ლევანი იქნებოდა მიუღებელი პოლიტიკური ლიდერი. ამან განაპირობა ეს ჩანაცვლება.

თუკი რამის მიმართ მაქვს მიუღებლობა, ეს არის არა მწვავე პოლემიკა, არამედ არაგულწრფელობა. მაშინ არ ვიყავი და ვერ ვიყავი გულწრფელი იმ დიდი მიზნების გამო, რაც გვეგონა, რომ გვამოძრავებდა. ბოდიში მინდა მოვუხადო საზოგადოებას იმის გამო, რომ, მაშინ ვერ ვიყავით გულწრფელი. ვფიქრობ, გულწრფელობა მოგვცემდა შესაძლებლობას, ჯანსაღად გვემართა პროცესები. მეტიც, მაშინ რომ გვეთქვა რეალური მიზეზი, მე აუცილებლად, პრინციპულ საკითხად დავაყენებდი, რომ პარტიაში ჩატარებულიყო პირდაპირი წესით არჩევნები. მე არ მქონდა იმ ხარისხის ლეგიტიმაციის მანდატი ხალხის მხრიდან, რომ თუნდაც იმ გადაწყვეტილებებში, რომლებიც ჩემთვის იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი, წინააღმდეგობაში წავსულიყავი დამფუძნებელ თავმჯდომარესთან, პარტიის შიგნით ჯგუფებთან ან სხვა ადამიანებთან, რომლებიც შესაძლოა, სხვადასხვა მომენტში არ იზიარებდნენ პარტიის შიგნით რეფორმების საკითხს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ “ფორმულას“ ეთერში.

ასევე, კითხვაზე, აპირებს თუ არა კენჭისყრას პარტიის თავმჯდომარეობის პოსტზე, თინა ბოკუჩავამ უპასუხა: "ეს გადაწყვეტილება ჯერ არ მაქვს მიღებული".

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით