ახალგაზრდობის სააგენტოს უფროსად ალექსანდრე ქაჯაია დაინიშნა

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს უფროსად ალექსანდრე ქაჯაია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ წარუდგინა.

მინისტრმა ალექსანდრე ქაჯაიას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„ალექსანდრე ქაჯაია ახალ პოზიციაზე დანიშვნამდე, სხვადასხვა საჯარო სამსახურში წამყვან პოზიციებს იკავებდა. ის ასევე იყო საქართველოს პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების” წარმომადგენელი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია