ვახუშტი მენაბდე - „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი სავაჭრო თემა შეიძლება იყოს კანონმდებლობის შერბილება იმის საფასურად, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ გარკვეული ურთიერთობები განაახლოს, რასაც მათ განცხადებებს ვუყურებ, მინიშნებები მკაფიოა, პასუხია ბუნდოვანი

„ქართული ოცნება“ ცდილობს, კვლავ წარმოჩინდეს როგორც ძლიერი ძალა, რომელიც სიტუაციას აკონტროლებს და როგორც უნდათ და ვისაც უნდათ იმას გაუშვებს ციხეში, - ამის შესახებ მოძრაობა „სოციალ დემოკრატიისთვის“ წევრმა, ვახუშტი მენაბდემ განაცხადა, რითაც ოპოზიციური პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების განხილვებს ეხმაურება.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ ვახუშტი მენაბდემ განაცხადა, რომ ოპოზიციური პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების პარალელურად „ქართული ოცნება“ მზაობას გამოთქვამს მოლაპარაკებები დაიწყოს კანონმდებლობის შერბილებასთან დაკავშირებით, რადგან ეს მათთვის ერთ-ერთი სავაჭრო თემაა.

მენაბდე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ამაზე მინიშნებები მკაფიოა, თუმცა მეორე მხრიდან პასუხი ბუნდოვანი.

„როგორც ჩანს მათი გათვლაა, აჩვენონ სხვა ქვეყნებს, რომ საქართველოში რეჟიმი აკონტროლებს სიტუაციას და როგორც უნდათ და ვისაც უნდათ იმას გაუშვებს ციხეში. უნდათ, დაანახონ ის, რომ ფლობენ შიდა პოლიტიკურ პროცესებზე კონტროლს, ამიტომ თუ საქართველო ვინმეს რამეში სჭირდება, ისევ „ქართულ ოცნებას“ უნდა დაელაპარაკოს, ესაა „ქართული ოცნების“ გათვალა. ჩვენ უნდა ვიმედოვნოთ ის, რომ „ქართული ოცნების“ შეფასება, როგორც ავტორიტარული რეჟიმის, მყარია.

თუ დააკვირდებით, ბოლო პერიოდში, „ქართული ოცნების“ სხვადასხვა რანგის წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება, რომ ისინი მზად არიან, დაიწყონ მოლაპარაკებები კანონმდებლობის შერბილებასთან დაკავშირებით, გადახედონ ადამიანის უფლებების დარღვევებს. როგორც ჩანს, ისინი უშვებენ შეტყობინებას, რომ ერთ-ერთი სავაჭრო თემა შეიძლება იყოს კანონმდებლობის შერბილება იმის საფასურად, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ გარკვეული ურთიერთობები განაახლოს „ქართულ ოცნებასთან“. მათ განცხადებებს რასაც ვუყურებ, ამაზე მინიშნებები ძალიან მკაფიოა. საკმაოდ ბუნდოვანია, რა არის პასუხი იქითა მხრიდან. საჯარო პასუხი ჩვენ არ მოგვისმენია. „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ ამას ცდილობს, მეორე მხრივ ცდილობს ამის გაკეთებას [პოლიტიკოსებისა და აქტივისტების დაკავება], რომ კვლავ წარმოჩინდეს როგორც ძლიერი ძალა და ძალა, რომელიც სიტუაციას აკონტროლებს. ფაქტობრივად, ამ ორ ინსტრუმენტს იყენებს. ამ ორ რაღაცას აჩვენებენ და ცდილობენ, რომ ამით მიიღონ საერთაშორისო აღიარება“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით