ელენე ხოშტარიას ექიმი - საბაზისო კვლევის შედეგებს გავეცანით, არის გარკვეული ცვლილებები - კონსილიუმის შემდეგ რადიოლოგიური კვლევების ორგანიზებას დავიწყებთ

დღეს დილით ჩატარდა საბაზისო კვლევა, რომელსაც გავეცანით. გარკვეული ცვლილებები არის, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მკურნალმა ექიმმა ანი ქავთარაძემ კლინიკა "ვივამედის" დატოვების შემდეგ განაცხადა.

ექიმის თქმით, გვიან ღამით შედგება ექიმების კონსილიუმი იმისთვის, რომ მათგან მიიღონ დამატებითი რეკომენდაცია სხვადასხვა რადიოლოგიურ კვლევასთან დაკავშირებით.

„კონსილიუმის შემდეგ დავიწყებთ ორგანიზებას რადიოლოგიური კვლევების ჩატარებისთვის. კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება, სანამ მკურნალობის პროცესი დაიწყება.

კონსილიუმში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი ექიმები, რომლებსაც მრავალ წლიანი გამოცდილება აქვთ აშშ-ი და სწორედ ახლა ამერიკაში იმყოფებიან. სწორედ ამიტომ, შეხვედრა დროის სხვაობის გამო, გვიან ჩაინიშნა“,- განაცხადა ექიმმა.

მისივე თქმით, „ელენე არის მხნედ“.

„მისი გზავნილი არის ბრძოლის გაგრძელება, არ დანებება, რეჟიმთან არ თანამშრომლობა და გამარჯვებამდე მისვლა. მას თავის პირადი ბრძოლა აქვს, რომელთაც დიდი შემართებით არის. ამ ბრძოლაშიც გაიმარჯვებს, ისე როგორც რეჟიმთან ბრძოლაშიც“,- განაცხადა ექიმმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია