The Wall Street Journal - აშშ ირანს ჰორმუზის სრუტის კონტროლზე უარის თქმას გაყინული აქტივების გათავისუფლების სანაცვლოდ სთავაზობს

აშშ ირანს ჰორმუზის სრუტის კონტროლზე უარის თქმას გაყინული აქტივების გათავისუფლების სანაცვლოდ სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

“ამერიკელმა დიპლომატებმა თეირანს გარიგება შესთავაზეს: სრუტის კონტროლის და გადასახადების აღების პრეტენზიებზე უარის თქმა გათავისუფლებული აქტივების მილიარდობით დოლარის სანაცვლოდ”, - წერს გამოცემა.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და აშშ-ის პრეზიდენტის სიძე, ჯარედ კუშნერი მიმდინარე კვირას დოჰაში კატარელ შუამავლებთან განიხილავდნენ ჩიხიდან გამოსვლის გზებს და გასულ თვეს სრუტის გახსნაზე მიღწეული პირველადი შეთანხმების რეალიზებას.

ამავდროულად, გამოცემის წყაროების ცნობით, ამერიკული და ირანული გუნდები კატარში ლიბანში ბოლოდროინდელ საბრძოლო მოქმედებებს განიხილავდნენ, “რომლებმაც პროცესს ახალი სირთულეები შემატეს”.

გამოცემის ცნობით, ირანს გადასახადის აღება სურს ყოველი გემისგან, რომელიც სრუტეში გადის და შესაძლო 40 მილიარდი დოლარიდან ძირითადი ნაწილის მიღებას იმედოვნებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-მა და სრუტის მეზობელმა ქვეყნებმა თეირანის მსგავსი პრეტენზიები უარყვეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია