სპეციალური პენიტენციური სამსახური ნანა სანდერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ ნანა სანდერის მიერ გავრცელებულ განცხადებას, "ცილისმწამებლურ და პროვოკაციულს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ მორიგი განცხადება მიზნად ისახავს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N5 პენიტენციური დაწესებულების საქმიანობის დისკრედიტაციას.

როგორც პენიტენციური სამსახური განმარტავს, ნანა სანდერი დაწესებულებაში განთავსების დღიდან იმყოფება №5 პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ბრალდებულს გაეწია კონსულტაცია სხვადასხვა დარგის სპეციალისტის მიერ, მათ შორის სამოქალაქო სექტორის კლინიკაშიც.

ამავე განცხადების თანახმად, ნანა სანდერი უზრუნველყოფილია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი ყველა სამედიცინო სერვისით.

"დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სხვა კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე (ბრალდებულის/მსჯავრდებულის თვითმკვლელობის, თვითდაზიანების, მის ან სხვა პირთა მიმართ ძალადობის, ქონების დაზიანების, სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი.

ბრალდებული ნანა სანდერი პერმანენტულად არღვევს სარეჟიმო მოთხოვნებს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს, სიტყვიერად შეურაცხყოფს დაწესებულების მოსამსახურეებს. შესაბამისად, სრულიად ლოგიკურად, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე ნანა სანდერის მიმართ ხორციელდება ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა.

ნანა სანდერი უზრუნველყოფილია ვეგანური კვების მენიუთი და საკვებიც მიეწოდება აღნიშნულის გათვალისწინებით.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მის მიერ დაწესებულების მაღაზიაში შეძენილ იქნა არავეგანური პროდუქტი.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ნანა სანდერის განცხადება სრულ გაშიშვლებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება!

ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმებისას ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულის, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის დათვალიერება. პირადი სრული შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. პირადი სრული შემოწმებისას დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული გაშიშვლება.

ნანა სანდერის განცხადების საფუძველზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა არაერთი სამსახურებრივი შემოწმება. შემოწმების ფარგლებში არ გამოვლენილა N5 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან მსჯავრდებულ ნანა სანდერის უფლებების დარღვევის არცერთი ფაქტი.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს მსჯავრდებულ ნანა სანდერს თავი შეიკავოს ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც მიზნად ისახავს პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას.

მსჯავრდებული სანდერის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიცრუე დასტურდება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში არსებული შესაბამისი მტკიცებულებებით, რომელთა გასაჯაროებისგანაც უწყება, მსჯავრდებულის ინტერესების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე თავს შეიკავებს", - წერია განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით