ირანის საგარეო უწყება - აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას 100 ქვეყნის ოფიციალური პირები დაესწრებიან

აიათოლა ალი ხამენეის გამოსამშვიდობებელ და დაკრძალვის ცერემონიას 100 ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან, მათ შორის სახელმწიფოს მეთაურები, პარლამენტის თავმჯდომარეები, საგარეო საქმეთა მინისტრები და მთავრობის სპეციალური წარმომადგენლები, - ირანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა ესმაილ ბაღაიმ განაცხადა.

„ხსოვნისა და გამოსამშვიდობებელი ცერემონია პარასკევს, 3 ივლისს, დილის 8:00 საათზე დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მაღალი თანამდებობის პირები და საზოგადოებრივი ჯგუფები. ცერემონიას იმავე დღეს, შუადღისას, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები და პოლიტიკური ფიგურები დაესწრებიან“, - განაცხადა ესმაილ ბაღაიმ.

მისი თქმით, აიათოლა ალი ხამენეის გამოსამშვიდობებელი ცერემონია დაგეგმილია ასევე 4 და 5 ივლისს, თეირანში, იმამ ხომეინის მუსალაში. დაკრძალვის პროცესია დედაქალაქში 6 ივლისს გაიმართება. სამშაბათს, 7 ივლისს, პროცესია დაგეგმილია წმინდა ქალაქ ყუმში, ბოლო პროცესია კი ხუთშაბათს, 9 ივლისს, წმინდა ქალაქ მაშჰადში გაიმართება. ესმაილ ბაღაის განცხადებით, აიათოლა ალი ხამენეის მაშჰადში, იმამ რეზას წმინდა სალოცავში დაკრძალავენ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით