ირაკლი კობახიძე დღეს თბილისში ვიზიტით მყოფ უზბეკეთის პრეზიდენტს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესა და უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა დღეს გაიმართება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდება.

ცნობისთვის, შავკატ მირზიოევი საქართველოს ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით გუშინ ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუშინ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს. მანამდე უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა პირისპირ შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთანაც. მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, შავკატ მირზიოევს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის და საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ოქროს საწმისის ორდენი გადასცა, რომლითაც უცხოეთის ის მოქალაქეები ჯილდოვდებიან, რომლებსაც საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა