შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს, გიორგი მალანიას, რომელიც გიგა ავალიანის საქმეზე დააკავეს, ბრალს დღეს წარუდგენენ

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილს, გიორგი მალანიას ბრალს დღეს წარუდგენენ.

ბრალის წარდგენა 10:00 საათზე, ზაჰესის იზოლატორშია დაგეგმილი.

ამასთან, სასამართლო გიორგი მალანიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ დღესვე იმსჯელებს.

ცნობისთვის, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გიორგი მალანიას ედავება იმ ფაქტს, რომ ის გიგა ავალიანზე თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდა, ასევე, მან გიგა ავალიანზე თავდასხმიდან მალევე შეიტყო ჩადენილი ქმედების დეტალები, თუმცა მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია