კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა - დედაქალაქში გლოვის დღეა გამოცხადებული

კიევის დარნიცკის რაიონში, რუსული ძალების თავდასხმის შედეგად დანგრეული შენობის ნანგრევებიდან სამი ცხედარი ამოიყვანეს, რითაც თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, გუშინ განაცხადა, რომ დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 3 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

კლიჩკოს თქმით, ქალაქის ყველა მუნიციპალურ შენობაზე დროშები დაშვებული იქნება. ქალაქის ხელისუფლება რეკომენდაციას იძლევა, სახელმწიფო დროშები დაუშვან როგორც საჯარო, ასევე კერძო შენობებზე. დღეს კიევში ყველა გასართობი ღონისძიება აკრძალულია.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა 2 ივლისის ღამეს კიევზე დრონებითა და რაკეტებით მასშტაბური შეტევა განახორციელეს.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა