კახა კალაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ – კარგად ვიცით, რომ ყველაფერს წყვეტს ერთი ადამიანი

„ნაციონალურ მოძრაობას“ რა მდგომარეობა ექნება შიგნით, ვინ რა განცხადებას გააკეთებს, პირადად ჩემთვის, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები და რას ემსახურებიან, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, „ყველამ კარგად იცის, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველაფერს ერთი ადამიანი წყვეტს“.

„აღნიშნული პოლიტიკური პარტია, თუმცა პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ, აგენტურული ქსელის წარმომადგენლები არიან. თუ რა მდგომარეობა ექნებათ მათ შიგნით, ვინ რა განცხადებას გააკეთებს, პირადად ჩემთვის, არსებითი მნიშვნელობა ამას არ აქვს იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები, რას ემსახურებიან და რა არის მათთვის მთავარი მამოძრავებელი.

ისინი საერთოდ აცდენილები არიან ქვეყნის, ქართველი ხალხის ინტერესს, ასრულებენ კონკრეტულ დავალებებს გარედან.

ყველამ კარგად ვიცით, როგორ ხდებოდა თუნდაც დანიშვნები, გადარჩევა, ამას წყვეტს ერთი ადამიანი“, - განაცხადა კახა კალაძემ, რომლის კომენტარსაც თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია