6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ დაგეგმილი სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ივლისის 06:00 საათიდან გაზის მიწოდება შეუწყდება შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს.

კერძოდ, დმანისის, ადიგენის, ხულოს, ბოლნისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების მომხმარებლებს სრულად, ასევე, ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქის, გოდერძის უღელტეხილისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების მომხმარებლების ნაწილს.

მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება დაიწყება 9 ივლისის დილიდან და გაზმომარაგება სრულად აღდგება 11 ივლისის დღის ბოლომდე.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“/„საქორგგაზი“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

საჭიროების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.

(R)

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა