თეირანში, აიათოლა ალი ხამენეის გამოსამშვიდობებელი ცერემონია მიმდინარეობს

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეის გამოსამშვიდობებელი ცერემონია თეირანის მოსალას სალოცავ დარბაზში მიმდინარეობს, - ინფორმაციას Iran International-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხამენეისთან ერთად სალოცავ დარბაზში მისი ოჯახის სხვა გარდაცვლილი წევრებიც მიასვენეს.

ცერემონიას უცხო ქვეყნების დელეგაციებიც ესწრებიან, მათ შორის ინდოეთიდან, პაკისტანიდან და ჩინეთიდან.

დაკრძალვის ცერემონიები 9 ივლისამდე გაგრძელდება. 9 ივლისს კი აიათოლა ალი ხამენეის ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ მაშჰადში დაკრძალავენ.

ირანული მედიის ცნობით, დედაქალაქში 16 მობილური საცხობი განლაგდა, სადაც ორმოცდაათ მილიონ ნაჭერ პურ გამოაცხობენ მგლოვიარეთა გამოსაკვებად.

ირანული მედიის ცნობით, ხელისუფლებამ 2 500 სასწრაფო დახმარების მანქანა, 21 ვერტმფრენი, 100 დრონი და ათასობით მაშველის მობილიზება განახორციელა, ასევე მზადაა ოცზე მეტი საავადმყოფო, 500 000 ლიტრი ინტრავენური სითხე და 20 000 საკლასო ოთახი.

მთავრობამ ეროვნული კამპანია წამოიწყო, რომლითაც ხალხს სთხოვს, ნებაყოფლობით უმასპინძლონ თავიანთ სახლებში თეირანში, მაშჰადსა და ყუმში ჩასული მგლოვიარეებს. დედაქალაქში მეჩეთები, სპორტული დარბაზები, პარკები და კულტურული ცენტრები ასევე მზადაა დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ჩასული მილიონობით ადამიანის განსათავსებლად. ირანელი ოფიციალურმა პირების განცხადებით, დაკრძალვის ცერემონიალზე 4-დან 15 მილიონამდე ადამიანს ელიან. მათივე მტკიცებით, ღონისძიებას 14 000 ჟურნალისტი, მათ შორის 900 უცხოელი რეპორტიორი, გააშუქებს.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა