ლაშა ფარულავა - „ქართული ოცნება“ ხალხს ფასების შემცირებას დაჰპირდა, თუმცა რეალობა საპირისპიროა - ვითხოვთ საწვავის, ელექტროენერგიის და სასურსათო პროდუქტების ფასებიდან კორუფციული დანამატის ამოღებას და საწვავის აქციზის განახევრებას

ვითხოვთ საწვავის, ელექტროენერგიის და სასურსათო პროდუქტების ფასებიდან კორუფციული დანამატის ამოღებას, საწვავის აქციზის განახევრებას და 2012 წლის სამართლიან ნიშნულზე დაბრუნებას,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, პარტია ასევე მოითხოვს, 33%-ით გაზრდილ დენის ტარიფის შემცირებას და სოფლის პროგრამის რეალურ ამუშავებას.

„ქართული ოცნება“ ხალხს მაღალი ფასების შემცირებას დაჰპირდა, თუმცა რეალობა საპირისპიროა, ფასები იზრდება, ხალხი კი ღარიბდება. ეს არის სისტემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა. ამ სისტემით მხოლოდ სარგებლობს ოლიგოპოლიები და „ქართული ოცნების“ ის პრივილეგირებული ჯგუფები, რომლებიც ქართველ ხალხს ძარცვავენ. ცხადია, ამაზე ბიძინა ივანიშვილი არის პასუხისმგებელი. მინდა საზოგადოებას ვუთხრა ის 3 მექანიზმი, რომლითაც ჩვენი თანამოქალაქეების სისტემური ძარცვა ხდება: ეს არის საწვავის მაფია, ენერგეტიკაში ბიძინა ივანიშვილის „კლანის“ კორუფცია და რა თქმა უნდა, საბანკო ოლიგარქია, რომელიც ქართველი ხალხის ჯიბის ხარჯზე მდიდრდება, იზრდება მათი მოგება, მაგრამ არ იზრდება ქართველი ხალხის შემოსავალი, ქართველი ხალხის ეკონომიკური სიმდიდრე. მხოლოდ „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკების ანაზღაურება იზრდება ქვეყანაში. 400 ათასი ბავშვი შიმშილობს, 400 ათასი ბავშვი არის სოციალურ შემწეობას დამოკიდებული. ჩვენ მოვითხოვთ ამ კორუფციული წილის, 86%-იანი კორუფციული დანამატის ამოღებას და დაშლას. ჩვენი მოთხოვნა შემდეგია- ვითხოვთ საწვავის, ელექტროენერგიის და სასურსათო პროდუქტების ფასებიდან კორუფციული დანამატის ამოღებას, საწვავის აქციზის განახევრებას და 2012 წლის სამართლიან ნიშნულზე დაბრუნებას. 33%-ით გაზრდილ დენის ტარიფის შემცირებას და მორატორიუმის გამოცხადებას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საბანკო ოლიგარქიის დასრულებას და რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენს თანამოქალაქეებს სოფლად, სოფლის პროგრამის რეალურ ამუშავებას“,-განაცხადა ფარულავამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა