თენგიზ შარმანაშვილი - თინა ბოკუჩავას არაფერი ქენჯნის, რაც სინდისთან არის დაკავშირებული, უბრალოდ, როცა დასჭირდა, ჭუჭყიანი ტანსაცმელი ამოალაგა და მზის სინათლეზე გამოფინა - ხვალ რომ დასჭირდეს, კიდევ უარესს იზამს

თინა ბოკუჩავას არაფერი ქენჯნის, რაც სინდისთან არის დაკავშირებული, უბრალოდ, როცა დასჭირდა, ჭუჭყიანი ტანსაცმელი ამოალაგა და მზის სინათლეზე გამოფინა - ხვალ რომ დასჭირდეს, კიდევ უარესს იზამს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ადამიანები ერთმანეთს არ ინდობენ და „ქვეყანას და ქართველ ხალხს ისე გაწირავენ, თვალსაც არ დაახამხამებენ".

თინა ბოკუჩავას განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ მათ თავისუფლად შეუძლიათ ტყუილი გაავრცელონ და შემდეგ, როცა ეს ყველაფერი ერთმანეთის ჩასაძირად ან გასაშავებლად დასჭირდებათ, გამოამზეურონ. ამ ადამიანებისგან დასაჯერებელი არაფერია. რაც შეეხება იმას, რომ ლევან ხაბეიშვილი "ბაბლის" გამო გადააყენეს - ეს სამარცხვინო საქციელია. მათ შეუძლიათ მანიპულაციებით, საკუთარი მეგობარი და თანაგუნდელი გასწირონ და წარმოიდგინეთ, მოსახლეობის მიმართ რა დამოკიდებულება ექნებათ. ისე გაგვწირავენ ჩვენ და ჩვენს ინტერესებს, რომ თვალსაც არ დაახამხამებენ, როგორც ეს აქამდეც ბევრჯერ გაუკეთებიათ სამშობლოს ინტერესების წინააღმდეგ. ერთმანეთთან დაპირისპირების ეს სიტუაცია კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რა ტიპის ხალხთან გვაქვს საქმე და როგორ "უფრთხილდებიან" ისინი ერთმანეთს და საქართველოს ინტერესებს," - განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ორი წლის წინ პარტიის თავმჯდომარის ცვლილების ოფიციალურად დასახელებული მიზეზი რეალობას არ შეესაბამება და საზოგადოებას ამის გამო ბოდიში მოუხადა. ბოკუჩავას, თქმით, ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლის რეალური მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ყოფილა. მისი განმარტებით, ხაბეიშვილის ჩანაცვლება იმ პერიოდში მიმდინარე ოპოზიციური გაერთიანების მცდელობას უკავშირდებოდა.

„მქონდა სინდისის ქენჯნა, რადგან ორი წლის წინ საზოგადოებას ვერ ვუთხარით რეალური მიზეზი, რის გამოც შეიცვალა პარტიის თავმჯდომარე - დასახელებული მიზეზი იყო ლევან ხაბეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ეს არ იყო რეალური," - განაცხადა ბოკუჩავამ.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა