სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, ვინაიდან ალეკო ელისაშვილის საქმეზე „არ არსებობს ხანძრის გაჩენის ფაქტი და ობიექტის დაწვის შედეგად მიღებული საკვლევი მასალა“, ექსპერტიზა ვერ ჩატარდება

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალეკო ელისაშვილის უფლებადამცველებს განუმარტა, რომ სეებ- ში მათ მიერ მოთხოვნილი ექსპერტიზა ვერ ჩატარდება.

კერძოდ, საქმე ეხება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის საქმეზე ელისაშვილის ადვოკატების მოთხოვნას, ჩატარებულიყო ექსპერტიზა შემდეგ კითხვაზე საპასუხოდ: გამოიწვევდა თუ არა სასამართლოს ეზოში მდებარე მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის და ინვენტარის, ასევე სასამართლოს სრული შენობისა და ინვენტარის 100%-ით გადაწვას, მასზე ცეცხლის წაკიდება ვიდეოკადრებში გამოსახული ბენზინის მოსხმის შემდეგ.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში განმარტეს, რომ უფლებადამცველების მხრიდან დასმული კითხვები მოვლენათა განვითარების ჰიპოთეზურ სცენარს ემყარება და ამასთან, ვინაიდან არ არსებობს ხანძრის გაჩენის ფაქტი და ობიექტის დაწვის შედეგად მიღებული საკვლევი მასალა, მოთხოვნილი ექსპერტიზა სეებ- ში ვერ ჩატარდება.

„ბატონო არჩილ [ჩოფიკაშვილი], თქვენს მიერ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, 2026 წლის 25 თებერვლის მომართვით (ბ/რ №1001594826) დანიშნულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ სებ-ის სახანძრო ექსპერტიზის კვლევის ძირითად საკითხებს წარმოადგენენ: - ხანძრის კერის განსაზღვრა; ხანძრის გაჩენისა და განვითარების მიზეზები და ასევე შემთხვევის ადგილიდან აღებული შესაბამისი ნიმუშები და ამოღებული ნივთმტკიცებები

რაც შეეხება დასმულ კითხვებს, რომლებიც როგორც კონკრეტულ შემთხვევაში ირკვევა, მოვლენათა განვითარების ჰიპოთეტურ სცენარს ემყარებიან, – ვინაიდან არ არსებობს ხანძრის გაჩენის ფაქტი და ობიექტის დაწვის შედეგად მიღებული საკვლევი მასალა, წარმოადგენენ გარკვეულად თეორიულ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტა არსებული პრაქტიკისა და მეთოდიკის საფუძველზე შეუძლებელია, რის გამოც თქვენს მიერ 2026 წლის 25 თებერვლის ბ/რ №1001594826 მომართვით დანიშნული ექსპერტიზა სეებ ში ვერ ჩატარდება“, - ნათქვამია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საპასუხო წერილში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს