„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დაიხარჯა

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დაიხარჯა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ცნობით, მუნიციპალიტეტმა შეიძინა 7 ერთეული Renault Duster (მიმწოდებელი: სს „ფრანს ავტო“) და 1 ერთეული Ford Kuga (მიმწოდებელი: შპს „ჯითი მოტორსი“).

“5 ავტომობილი უშუალოდ ზუგდიდის მერიამ ტენდერით შეიძინა, თითო კი შპს „ანაკლია-განმუხურის ბულვარმა“, ა(ა)იპ „კეთილმოწყობის მართვის ცენტრმა“ და ა(ა)იპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრმა“ შეისყიდეს.

აღსანიშნავია, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიებს კონკურენტები არ ჰყოლიათ.

ახალი ავტომობილებით ზუგდიდის მერი, მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ასევე ა(ა)იპ „კეთილმოწყობის მართვის ცენტრის“ და შპს „ანაკლია-განმუხურის ბულვარის“ დირექტორები სარგებლობენ“, - აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია