ირაკლი ჭეიშვილი - სამძიმარზე ჩასულია სომხეთის, აზერბაიჯანის, ნატოს ქვეყნის, თურქეთის ლიდერები და იერიში არის მხოლოდ საქართველოსა და ყაველაშვილზე - ეს არის მიზანმიმართული, დაკვეთას ასრულებენ, როგორც შიდა, ისე გარე მტრები

სამძიმარზე ჩასულია სომხეთის, აზერბაიჯანის, ნატოს ქვეყნის, თურქეთის ლიდერები და იერიში არის მხოლოდ საქართველოზე და ყაველაშვილზე - ეს არის მიზანმიმართული, დაკვეთას ასრულებენ, როგორც შიდა, ისე გარე მტრები, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ჭეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ირანში სამძიმარზე ჩასვლა სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილებაა.

“სამძიმარზე ჩასულია სომხეთის, აზერბაიჯანის, ნატო ქვეყნის, თურქეთის მაღალი თანამდებობის პირები. ეს არის სამეზობლო კონტექსტი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. ის რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში სამძიმარზე ჩავიდა არის სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება.

ეს არის მიზანმიმართული, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი ქვეყნის. ეს არის ჩვენი ქვეყნის ცუდ კონტექსტში წარმოჩენის მცდელობა შიდა და გარე მტრების მხრიდან. ნატოს ქვეყნის, თურქეთის ლიდერები არიან ჩასულები, პირდაპირ ამერიკის მოკავშირე ქვეყნის ლიდერები არიან ჩასულები და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მხოლოდ იერიში არის საქართველოზე და ყაველაშვილზე. ეს არის მიზანმიმართული. დაკვეთას ასრულებენ, როგორც შიდა, ისე გარე მტრები. ამას მეტი ახსნა-განმარტება არ აქვს," - განაცხადა ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ირანში ჩავიდა.შესაბამის კადრებს ირანული მედია ავრცელებს. ყაველაშვილს თეირანის აეროპორტში ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ.საქართველოს პრეზიდენტი ირანში, სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება. ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეის გამოსამშვიდობებელი ცერემონია თეირანის მოსალას სალოცავ დარბაზში მიმდინარეობს. ხამენეისთან ერთად სალოცავ დარბაზში მისი ოჯახის სხვა გარდაცვლილი წევრებიც მიასვენეს. ცერემონიას უცხო ქვეყნების დელეგაციებიც ესწრებიან, მათ შორის ინდოეთიდან, პაკისტანიდან და ჩინეთიდან. დაკრძალვის ცერემონიები 9 ივლისამდე გაგრძელდება. 9 ივლისს კი აიათოლა ალი ხამენეის ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ მაშჰადში დაკრძალავენ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა