მოლდოვას პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს

მოლდოვას პრემიერ-მინისტრის ალექსანდრე მუნტეანუს განცხადებით, თანამდებობას ტოვებს.

მუნტეანუს, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2025 წლის ნოემბრიდან იკავებს, გადაწყვეტილების მიზეზებზე არ უსაუბრია.

„დღეს ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის ვადა იწურება. როგორც კი გავაცნობიერე, რომ აღარ შემეძლო ჩემი მანდატის შესრულება ჩემი პრინციპებისა და შეხედულებების შესაბამისად, გადავწყვიტე თანამდებობიდან გადადგომა“, - დაწერა მუნტეანუმ სოციალურ ქსელში.

Reuters-ი წერს, რომ ეს ნაბიჯი გამოწვევას წარმოადგენს პრეზიდენტ მაია სანდუსა და მისი მმართველი „პროევროპული მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიისთვის“ (PAS). მოლდოვას საპარლამენტო პროცედურის თანახმად, სანდუ კონსულტაციებს გამართავს საპარლამენტო ჯგუფებთან და შემდეგ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარადგენს.

62 წლის მუნტეანუ თანამდებობაზე 2025 წლის სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნა, რომელშიც PAS-მა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს