გარდაბნის გამგეობის ინფორმაციით, კრწანისის ტყე-პარკში, სადაც „იგლ ჰილსის“ პროექტი უნდა განვითარდეს, განაშენიანების გეგმის შემუშავება იწყება

კრწანისის ტყე-პარკში, სადაც „იგლ ჰილსის“ პროექტი უნდა განვითარდეს, განაშენიანების გეგმის შემუშავება იწყება.

ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

გარდაბნის მერიის განმარტებით, პროექტის მთავარი ამოცანაა კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მაღალი ხარისხის, მყუდრო, ბუნებასთან მაქსიმალურად ინტეგრირებული, დაბალი ინტენსივობისა და სიმჭიდროვის განაშენიანების განვითარება, რომლის უმეტესი წილი დაეთმობა ინდივიდუალურ განაშენიანებას - „ვილებისა“ და „თაუნჰაუსების“ სახით.

„ქალაქ თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილისათვის განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის №234 დადგენილებით (შემდგომში - №234 დადგენილება) მინიჭებული განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის ფარგლებში, კერძო ინიციატივის საფუძველზე იწყება ქალაქ თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, კრწანისის ტყე-პარკში, განაშენიანების გეგმის შემუშავება.

საპროექტო არეალი, რომლის ფართობიც 6 335 813.3 კვადრატულ მეტრს შეადგენს, კრწანისის ტყე-პარკში, მტკვრის ორივე მხარეს მდებარეობს და უშუალოდ უკავშირდება S4 საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანს.

პროექტის მთავარი ამოცანაა კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მაღალი ხარისხის, მყუდრო, ბუნებასთან მაქსიმალურად ინტეგრირებული, დაბალი ინტენსივობისა და სიმჭიდროვის განაშენიანების განვითარება, რომლის უმეტესი წილი დაეთმობა ინდივიდუალურ განაშენიანებას - „ვილებისა“ და „თაუნჰაუსების“ სახით, ხოლო მცირე ნაწილი, განაშენიანების ცენტრი თავს მოუყრის საზოგადოებრივი და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტებს.

მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა აქვს ყველა დაინტერესებულ პირს სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, შემდეგ მისამართზე: ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge “ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა