ლანა გალდავა - სხვა ლიდერები თუ ჩადიან ირანში, ისინი წარმატებით საუბრობენ ყველა ქვეყანასთან, მაგრამ, როცა მეგობრებთან ურთიერთობების შეწყვეტის ხარჯზე ხდება იმ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომელთაც დასავლურ სამყაროსთან პრობლემები აქვთ, ეს დამაზიანებელია

„ლელო -ძლიერი საქართველოს“ წევრის ლანა გალდავას შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ირანში, სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალზე დასწრება ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის დამაზიანებელია.

როგორც გალდავამ განაცხადა, ეს ვიზიტი ნამდვილ მეგობრებთან, სტრატეგიული ურთიერთობების შეწყვეტის ხარჯზე ხდება.

„სხვა ლიდერები თუ ჩადიან, მათ ნამდვილად აქვთ მრავალვექტორული, თავიანთი ქვეყნების შესაბამისი საგარეო პოლიტიკა, ანუ, ისინი წარმატებით საუბრობენ ყველა ქვეყანასთან. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი მუდმივი პარტნიორები, მოკავშირეები, მეგობრები იყვნენ აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის ქვეყნები. როდესაც ჩვენს ნამდვილ მეგობრებთან, სტრატეგიული ურთიერთობების შეწყვეტის ხარჯზე ხდება იმ ქვეყნებთან ურთიერთობების კომპენსირება, რომლებსაც თავად აქვთ დასავლური ქვეყნების სამყაროსთან პრობლემები, ეს რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის დამაზიანებელი არის“,- განაცხადა ლანა გალდავამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ირანში ჩავიდა. ყაველაშვილს თეირანის აეროპორტში ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ.

საქართველოს პრეზიდენტი ირანში, სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება.

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეის გამოსამშვიდობებელი ცერემონია თეირანის მოსალას სალოცავ დარბაზში მიმდინარეობს. ხამენეისთან ერთად სალოცავ დარბაზში მისი ოჯახის სხვა გარდაცვლილი წევრებიც მიასვენეს. ცერემონიას უცხო ქვეყნების დელეგაციებიც ესწრებიან, მათ შორის ინდოეთიდან, პაკისტანიდან და ჩინეთიდან. დაკრძალვის ცერემონიები 9 ივლისამდე გაგრძელდება. 9 ივლისს კი აიათოლა ალი ხამენეის ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ მაშჰადში დაკრძალავენ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა