GITA-ს ორგანიზებით და ბაზისბანკის მხარდაჭერით ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა

ბაზისბანკი მუდმივად მხარს უჭერს ქვეყანაში ტექნოლოგიური პროგრესისა და ინოვაციური იდეების განვითარებას. ამჯერად, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით და ბაზისბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHacks 2026 გაიმართა.

AgriHack 2026 მიზნად ისახავდა აგროსექტორში ინოვაციების განვითარებას, ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შექმნას, რომლებიც სოფლის მეურნეობის თანამედროვე გამოწვევების გადაჭრას უწყობს ხელს.

ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან შეკრებილი 60 ახალგაზრდა ორი დღის განმავლობაში მუშაობდა აგროსექტორში არსებული რეალური გამოწვევების ინოვაციურ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტაზე.

ჰაკათონის ფარგლებში გუნდებმა შექმნეს პროტოტიპები. დემო დღეზე კი მონაწილეებმა ჟიურის წარუდგინეს საკუთარი ინოვაციური აგროტექნოლოგიური იდეები და პროტოტიპები, რის შემდეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ბაზისბანკის რჩეული გუნდი ფულადი პრიზით დაჯილდოვდა.

ბაზისბანკი აქტიურად უჭერს მხარს საინტერესო ინიციატივებსა და პროექტებს, რომლებიც ქვეყანაში აგრო სექტორის მიმართულების განვითარებას ემსახურება და მომავალშიც ჩაერთვება მსგავსი პროექტების განხორციელბაში.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს