გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე - საქმეში არსებულ უხვ, მყარ, პირდაპირ და ირიბ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, პროკურატურამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და გიორგი მერაბის-ძე მალანიას დაუმძიმა ბრალი

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილის შვილის, გიორგი მალანიასთვის წარდგენილი ბრალის კვალიფიკაციას მიესალმება.

ეკა კუპატაძე წერს, რომ პროკურატურამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„საქმეში არსებულ უხვ, მყარ, პირდაპირ და ირიბ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, პროკურატურამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და გიორგი მერაბის-ძე მალანიას დაუმძიმა ბრალი.

ამჟამად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტი (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება) წარედგინა ბრალად, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - წერს კუპატაძე.

ცნობისთვის, პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიას ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

კერძოდ, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილის შვილის, გიორგი მალანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ლ” ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავის მხრივ, მალანიას ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის განცხადებით, მუხლის ცვლილებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარის ნაბიჯი გასაკვირია. მისი თქმით, გიორგი მალანიას დაკავება „შეუტყობინებლობის ბრალდებით“ მოხდა, თუმცა 2 დღეში გადაწყდა, რომ მის მიმართ ბრალი „ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებისთვის“ წარედგინათ. უფლებადამცველი აცხადებს, რომ გიორგი მალანია არა თუ არ იცნობდა და სახელი და გვარი არ იცოდა, არამედ ვიზუალურადაც არ იცოდა ის პირები, რომლებიც ამ სისხლის სამართლის საქმეზე უკვე მსჯავრდებულები არიან.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა