„ევროპის სახალხო პარტიის" გენერალური მდივანი - მინდა ძლიერი გზავნილი გავუგზავნო საქართველოს ყველა მოქალაქეს: ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვდგავართ

ვასრულებთ ვენაში „ევროპის სახალხო პარტიის “პოლიტიკურ ასამბლეას და მინდა ძლიერი გზავნილი გავუგზავნო საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ, ვინც იბრძვის საქართველოში სრული დემოკრატიისთვის: ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვდგავართ, - ამის შესახებ „ევროპის სახალხო პარტიის” გენერალურმა მდივანმა დოლორს მონსერატმა განაცხადა.

მისი თქმით, „სოლიდარობას უცხადებენ ყველა პოლიტიკურ პატიმარს, რომლებიც ციხეში არიან“.

„არ ვაპირებთ უკან დახევას. მეორე გზავნილი კი არის სოლიდარობა ყველა იმ პოლიტიკური პატიმრის მიმართ, რომლებიც ციხეში არიან სრული დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, თავისუფლებისა და თანასწორობის დასაცავად ქართულ საზოგადოებაში და რა თქმა უნდა, ყველა იმ ქალი ჟურნალისტის მიმართ, რომლებიც ციხეში არიან, ელენე ხოშტარია, რომელიც ოპოზიციური პარტიის ლიდერია, ციხეშია და ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ჩვენ გვინდა ძლიერი გზავნილი გავუგზავნოთ მას და მთელ ქართულ საზოგადოებას. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ. ის ოთხი შვილის დედაა და ციხეში ჯანმრთელობის პრობლემები აქვს“, - აღნიშნა დოლორს მონსერატმა.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა