გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ

5 ივლისი გაორმაგების დღეა. საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS წელს დაბადების დღესაც განსაკუთრებული შეთავაზებებით აღნიშნავს. ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა და Galleria Tbilisi-მ მომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზება მოამზადეს.

5 ივლისს სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილ პარტნიორ მაღაზიებში PLUS ქულებით გადახდისას მომხმარებლები ორმაგ სარგებელს მიიღებენ და 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. შეთავაზება ვრცელდება არაერთ პრემიუმ, საერთაშორისო და სხვა პოპულარული ბრენდის მაღაზიაზე, რაც სასურველი ნივთების კიდევ უფრო მომგებიან პირობებში შეძენის შესაძლებლობას გაძლევთ.

Galleria Tbilisi მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრია, რომელიც პრემიუმ და საერთაშორისო ბრენდებს, კვების ობიექტებს, გასართობ სივრცეებსა და მრავალფეროვან მაღაზიებს ერთ სივრცეში აერთიანებს. თუ გაორმაგების დღის განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობა გსურთ, 5 ივლისს ეწვიეთ Galleria Tbilisi-ს.

პარტნიორი მაღაზიების სრული ჩამონათვალი იხილეთ ამ ბმულზე.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია