ყირიმში სამხედრო აეროდრომებზე დრონებით შეტევა განხორციელდა - განადგურდა ან დაზიანდა 7 თვითმფრინავი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში საკისა და გვარდიისკეს სამხედრო აეროდრომებზე წარმატებული დარტყმები განახორციელა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„საკის აეროდრომზე დარტყმები განხორციელდა ავიაციის აღჭურვილობის შესანახ შვიდ ანგარზე, სადაც განთავსებული იყო Su-30SM, Su-30, და Su-24 ტიპის გამანადგურებლები და ფრონტის ხაზის ბომბდამშენები. წინასწარი ინფორმაციით, განადგურდა ან დაზიანდა მინიმუმ შვიდი თვითმფრინავი“, - აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ამ კვირაში ეს საკის აეროდრომზე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული მეორე დარტყმაა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გვარდიისკეს სამხედრო აეროდრომზე ორ ანგარს დაარტყეს, სადაც „შაჰედის“ უპილოტო საფრენი აპარატი და საავიაციო აღჭურვილობა იყო განთავსებული.

„სამხედრო აეროდრომები „საკი“ და „გვარდიისკე“ ყირიმში რუსეთის საოკუპაციო ძალების მნიშვნელოვანი საჰაერო ბაზებია. სწორედ იქიდან ფრინდებიან რეგულარულად ტაქტიკური თვითმფრინავები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო და ბომბდამშენ დარტყმებს ახორციელებენ და სამხრეთის მიმართულებით რუსული დაჯგუფების მოქმედებებს უზრუნველყოფენ“, - აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს