„ძლიერი საქართველო-ლელო“ - ინტერნეტსივრცეში ვრცელდება ყალბი და მანიპულაციური ინფორმაცია მამუკა ხაზარაძის სახელის გამოყენებით

„ძლიერი საქართველო-ლელო“ აცხადებს, რომ ინტერნეტსივრცეში ვრცელდება ყალბი და მანიპულაციური ინფორმაცია მამუკა ხაზარაძის სახელის გამოყენებით.

„სოციალური ქსელის მომხმარებელთა საყურადღებოდ! ინტერნეტსივრცეში პლატფორმის, Caucasus Auto Log სახელით, ვრცელდება ყალბი და მანიპულაციური ინფორმაცია, პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო-ლელოს" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის სახელის გამოყენებით. გავრცელებული ყალბი ინფორმაცია ნათია თურნავასთან დაპირისპირების შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს და წარმოადგენს სავარაუდო კიბერთაღლითობას.

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე, არ გააზიარონ მსგავსი შინაარსის მასალა და სოციალურ ქსელში მისი აღმოჩენის შემთხვევაში, დაბლოკონ და დაარეპორტონ შესაბამისი გვერდები“, - ნათქვამია "ძლიერი საქართველო-ლელოს" ციფრული პლატფორმების მხარდაჭერის სამსახურის განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია