უკრაინული მედია - ანკარის სამიტზე ნატო რუსეთს საფრთხედ გამოაცხადებს და უკრაინას ორი წლის განმავლობაში 140 მილიარდ ევროს დაპირდება

ანკარის სამიტზე ნატო რუსეთს საფრთხედ გამოაცხადებს და უკრაინას ორი წლის განმავლობაში 140 მილიარდ ევროს დაპირდება, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ანკარაში სამიტის დეკლარაციის ტექსტში იგეგმება რუსეთის, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის საფრთხის განსაზღვრა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისთვის ყოველწლიურად 70 მილიარდი ევროს დაპირება 2026 და 2027 წლებში.

„ანკარაში ნატოს სამიტის დეკლარაციის პროექტი ამჟამად დამტკიცების საბოლოო სტადიაზე იმყოფება, მოკავშირეებს განხილვების დასრულება დღეს, 3 ივლისს, სურთ“, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.

რუსეთის, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის საფრთხის განსაზღვრა წინა დეკლარაციებიდან იქნება შენარჩუნებული. თუმცა დეკლარაციის „უკრაინის შესახებ“ ნაწილის ახალი თეზისი იქნება უკრაინის უსაფრთხოების სფეროში ნატოს მხრიდან დახმარების არა მხოლოდ მიმღებად, არამედ ნატოს ევროპელი მოკავშირეებისთვის უსაფრთხოების „მიმწოდებლად“ აღიარება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია